გორელმა ათლეტმა მექსიკაში გამართულ პრესტიჟურ ტურნირში გაიმარჯვა



გორელმა ათლეტმა მექსიკაში გამართულ პრესტიჟურ ტურნირში გაიმარჯვა

მექსიკაში გამართულ ელიტ პრო შეჯიბრზე, გორელმა ათლეტმა, ივერი კორინთელმა, მენს ფიზიკის კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.  საკუთარი ქვეყანა ასახელა და ის ახლა ელიტ პრო-ბარათის მფლობელია.

,,ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიზადოთ, ვინც ასეთი თბილი სიტყვებით მამხნევებდით და მბალეშიკობდით.  ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. გპირდებით, რომ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები და მაქსიმალურ შედეგს ვაჩვენებ“ - ამბობს ივერი კორინთელი.

ივერი კორინთელი უკვე მეორედ გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.  იგი გაჩერებას არ აპირებს და მსგავსი სახის ტურნირებში ასპარეზობისთვის მზადებას ისევ განაგრძოსბ. აღსანიშნავია, რომ ახალგზარდა სპორტსმენს სპონსორი არ ჰყავს და ყველა შეჯიბრებაზე საკუთარი ძალებით გადის.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ