გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა
გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
"შანსიც არ არსებობს, რომ გადარჩეს საიმისო, ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ ძალიან მძიმედ არის, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი,
როგორც უნდოდათ ისე მოკლეს და ისე გამოუშვეს მკვდარი. არაფერს არ ვითხოვ, აღარ საკვებს როგორც ჩემი ძმა არ ჭამს ეს დღეები,
ისე მე არ ვჭამ საჭმელს, ის იქ შიმშილობს და მე აქ. იქნებ რამენაირად გამოაძვრინონ, მოვიდეს იქნებ გონზე და ისე ინვალიდი
როგორ იქნება, რომ არ მივხედო და არ მოვუარო, მე მივხედავ როგორც გავზარდე პატარაობაში ისე მივხედავ ახლაც.
არ მინდა არავისი პროდუქტები, სახლი მიეცათ, ერთი ოთახი, რაღაც ვაგონი დაედგათ რომ შიშის ქვეშ არ დაეძინა იმ კაცს", - ამბობს ნაირა ბესტაევი.
გენადი ბესტაევის მკურნალი ექიმი, ქეთევან კუპატაძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა პროგნოზებზე საუბარი კი ამ ეტაპზე ნაადრევი.
ამ წუთებში ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა, სწორედ გენადი ბესტაევია.