კასპში, სასტიკად მოკლული 31 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცოლისთვის წარდგენილი ბრალდების დამძიმებაზე იმსჯელეს



კასპში, სასტიკად მოკლული 31 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცოლისთვის წარდგენილი ბრალდების დამძიმებაზე იმსჯელეს

კასპში, სასტიკად მოკლული 31 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცოლს წარდგენილი ბრალდება არ დაუმძიმდა.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, ქეთევან ჩხაიძის მხრიდან დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა.

"საქმეში არ არსებობდა არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, შესაბამისად, ის მოლოდინი, რაც არსებობდა ბრალის დამძიმების თაობაზე, ნამდვილად არ გამართლდა. აღნიშნულს მივიჩნევ კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებად", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

საქმესთან დაკავშირებით სოცუიალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილიც. 

მისი თქმით, ქეთევან ჩხაიძეს არანაირი კავშირი არა აქვს მკვლელობასთან.

"ქეთევან ჩხაიძეს წარდგენილი ბრალდება არ დაუმძიმდა! საქმე უკვე სასამართლოშია და მას მხოლოდ დანაშაულის დაფარვას ედავებიან! რატომ? იმიტომ, რომ ქეთევან ჩხაიძეს არანაირი კავშირი არა აქვს მკვლელობასთან! სამწუხაროდ, ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაციები, რომლითაც ქეთა ჩხაიძე გამოჰყავდათ მკვლელად. რომ თითქოს საქმის მასალებით დასტურდებოდა მისი დანაშაული. რეალურად კი საქმეზე ჩატარდა უამრავი საგამოძიებო მოქმედება. შეგროვდა უამრავი მტკიცებულება. არცერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა მისი მხრიდან განზრახ მკვლელობის ჩადენაში თანამონაწილეობა.

ბრალდების წაყენების შემთხვევაში ჩვენთვის (ადვოკატებისთვის) უმარტივესი იქნებოდა მისი უდანაშაულობის დასაბუთება. შესაბამისად, პროკურატურამ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და არ წაუყენეს ქეთა ჩხაიძეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება."ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვინერვიულეთ, მაგრამ მთავარი შედეგი მიღწეულია".

P.S. მადლობა უძლიერეს ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს ამ შესაძლებლობისთვის!", - წერს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღუნაშვილს თავის არეში მძიმე დაზიანება, სავარუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს. შესაბამისად გაბათილდა ღუნაშვილის ცოლის, ქეთევან ჩხაიძის ჩვენება, რომ ქმარმა თავის არეში დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. ღუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ცოლმა ცრუ ჩვენება მისცა და შესაბამისად, ქეთევან ჩხაიძეს ბრალი თანამონაწილეობის გამო უნდა დაუმძიმდეს

შეგახსენებთ, 102021 წლის 14 მარტს, 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე იპოვეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი მოკლულის მეზობელი დააკავეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ