ექიმი ნინო შარაშენიძე - ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც ბევრად უკეთესია სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა



ექიმი ნინო შარაშენიძე - ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც ბევრად უკეთესია სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა

კონსილიუმის წევრის, ექიმის ნინო შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის

ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში გაუმჯობესდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე,

თერაპიული სტატუსი რეაბილიტაციის ვადასა და ჩატარებული თერაპიის მოცულობას შეესაბამება.

პაციენტი თავს გრძნობს მხნედ და აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც

აწესებს ენდოკრინოლოგი და რაც წერია დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინში. სანდრო ცისკარიძემ

შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი და ჩემი აზრით, უკეთესი მდგომარეობა იყო. კვების პარალელურად, რეგულარულად

ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების დოზირების კორექცია და ასევე,

მათი ჩამონათვალიც კორეგირდება. ჩვენთან ერთად დღეს იყო წარმოდგენილი არამხოლოდ ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი,

არამედ იყო განსტროენტეროლოგი, რეანიმატოლოგი, როგორც ჩვენი კონსილიუმის წევრი, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან

გულიკო ქილიფთარი. ეტაპობრივად აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია.

დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესაც

გამოიყურება, ფიზიკურადადაც და ლაბორატორიულადაც. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა,“- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ