ერაყში, ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა



ერაყში, ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა

ერაყში, ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „ალჯაზირა“ ერაყის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ერაყის ოპერატიული შტაბის განცხადებით, ბაღდათის აეროპორტთან განთავსებულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი „დრონების“ საშუალებით განხორციელდა. ამასთან, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. გარდა ამისა, წინა დღეს სამი რაკეტა ჩამოვარდა „ბალადის“ სამხედრო ბაზაზე, სადაც უცხოელი სამხედრო კონტრაქტორები არიან განთავსებული. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია. მედიის ცნობით, თავდასხმები ერაყის ბაზებზე, სადაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები და სხვა ქვეყნების კონტრაქტორები არიან განათავსებული, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გახშირდა. აშშ აღნიშნულ თავდასხმებში ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებს ადანაშაულებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ