გორელი მოკრივე ლუკა ნიქაბაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
გორელი მოკრივე ლუკა ნიქაბაძე, სერბეთში გამართულ ტურნირზე ახალგაზრდებს შორის - ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. შეჯიბრება, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, რადგან მასში 15 ქვეყნის სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ნიქაბაძე, წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან ჭაბუკთა შორის ასპარეზობისასაც შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.
ლუკა ნიქაბაძე, გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის აღზრდილია და მისი პირადი მწვრთნელი ილია ტლაშაძეა.