ვანდალიზმის ფაქტი კასპში



ვანდალიზმის ფაქტი კასპში

კასპიში, ახლადმოწყობილი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები დაამტვრიეს.

შემთხვევა .ჩინოაანთ ხევშიმოხდა. დაზიანებული სპორტული ინვენტარი ახლა გამოუსადეგარია.  

მომხდართან კადააკვშირებით ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,

დალი კორკომაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 10 კომპლექტი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოაწყო,

მათ შორის 5 ქალაქში. ქალაქში, ე.წ. „ჩინოაანთ ხევში“ მდებარე ტრენაჟორები სულმდაბალმა ადამიანებმა საშინლად

დააზიანეს და მოსახლებას მისით სარგებლობის საშუალება შეუზღუდეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა

ფოტოებმა მოსახლეობის აღშფოთება და მისი ჩამდენის წინააღმდეგ გამოვლენილმა უარყოფითმა გამოხმაურებამ -

პიკს მიაღწია. „შენ“ და „თქვენ“ ვინც ეს „გმირობა“ ჩაიდინეთ სულ არ გრცხვენიათ? ნუთუ არ შეგიძლიათ საკუთარი

ქალაქის უღირს მოქალაქეებად არ იქცეთ და გაკეთებულს მაინც მოუფრთხილდეთ? შენი ქალაქის სიყვარულიც ამას ქვია, ბარაქალა თქვენს „ვაჟკაცობას“ !!!

- წერს კორკომაშვილი

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ