"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ, პარლამენტის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მომხსენებლის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა.
უკრანა-რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე, დღეს პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა იმართება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით სესიის დღის წესრიგი უკრაინის მხარდაჭერა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება იქნება.