გორის მუნიციპალიტეტიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი ისევ უცნობია



გორის მუნიციპალიტეტიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი ისევ უცნობია

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უცნობია.

ყოფილი ძალოვანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 დღის წინ გაიტაცეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის ცინვალის იზოლატორშია და სასტიკად ნაცემი და ნაწამებია. ის ხელისუფლებას

ვადას დღის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.

"მამუკა ჩხიკვაძე არის სასტიკად ნაცემი და ნაწამები, რაც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, თუმცა დადასტურებით ამაზე საუბარი გვიჭირდა,

მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია უკვე მივიღეთ და შეგვიძლია ამის გაჟღერება. მე-4 დღეა, ხელისუფლება დუმს, ზუსტად იმიტომ, რომ მათ იცოდნენ

ამის შესახებ. ჩვენ დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, რომ გააჟღერონ კონკრეტული გეგმა, გვითხრან როდის დაიხსნიან, როდის

გამოიყვანენ მამუკა ჩხიკვაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ აქციებს, რომელიც "ქოც" ხელისუფლებას და მის რუსულ ბოსებს ძალიან არ მოეწონებათ", - თქვა დავით ქაცარავამ. 

ქაცარავას ინფორმაციით, ჩხიკვაძის ოჯახი დახმარებისთვის წითელ ჯვარს დღეს მიმართავს.

საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ტყვე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს იმის გამო, რომ ის თავის ქვეყანას

იცავდა და არ შეიძლება სახელმწიფომ ყოფილი თუ მოქმედი ჯარისკაცი გაჭირვების დროს მიატოვოს. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ