კომბინატის დასახლებაში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო



კომბინატის დასახლებაში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში, კომბინატის დასახლებაში, თარხნიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის შეკეთება დაიწყეს. ადგილზე სპეციალური ტექნიკა უკვე მიიყვანეს და სამუშაოები მიმდინარეობს. გადაწყვეტილება კი მერიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ფაქტი მედიამ გააშუქა.

ინფორმაციისთვის, კომბინატის დასახლებასი, თარხნიშვილისს ქუჩაზე დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო, ფეკალური მასები გზაზე მოედინებოდა, რის გამოც გზა იყინებოდა და გადაადგილებას აფერხებდა. ამავე ადგილას მოყინულ გზაზე მანქანა მოცურდა და ბავშვს დაეჯახა. აღნიშნული საკითხი ,,ტვ მონიტორინგმა“ გააშუქა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ