სახელმწიფომ 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო და 193 500 ევროს გადახდა დაეკისრა
სტრასბუგრის ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა,
იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.
ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ავრცელებს.
"სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს
ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.
ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება", - წერს ნიკა სიმონიშვილი.
"თბილისი პრაიდის" ცნობით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:
- ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3) დისკრიმინაციასთან კავშირში (მუხლი 14);
- დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).