შიდა ქართლში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 014, აჭარაში - 880, იმერეთში - 971. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 137, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 19. 3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.