კვლევა: „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია
„ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანის ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70 პროცენტით უფრო ნაკლებია. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.
კვლევა ეფუძნება ნოემბრის დასაწყისიდან „ომიკრონითა“ და „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევებს, მათ შორის 132 ჰოსპიტალიზებული ადამიანის მონაცემებს. კვლევის თანახმად, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის რეზისტენტობა „ბუსტერ დოზის“ გაკეთებიდან 10 კვირაში სუსტდება.
როგორც დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა:
- „ომიკრონით“ ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა 31-45%-ით უფრო ნაკლებია;
- „ომიკრონით“ ინფიცირებულის ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა 50-70%-ით უფრო ნაკლებია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, უფრო მსუბუქად მიმდინარე ვირუსმა შესაძლოა მაინც შექმნას დატვირთვა ჰოსპიტლებზე, ვინაიდან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება.