შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა



შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 806 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 098 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ