შიდა ქართლს დამატებით 11 850 დოზა “ფაიზერის“ ვაქცინა გადაეცა



შიდა ქართლს დამატებით 11 850 დოზა “ფაიზერის“ ვაქცინა გადაეცა

„ფაიზერის“ აღნიშნული 11 850 დოზა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტზეა გათვალისწინებული.

„დამატებით გადმოგვეცა „ფაიზერის“ 11 850 დოზა, რაც გათვალისწინებულია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოქმედი ვაქცინაციის კაბინეტებისთვის. ვაქცინის 1560 ფლაკონი, ანუ 9360 დოზა გათვალისწინებულია გორზე, 1170 დოზა გადაეცემა ქარელს, ამდენივე, ანუ 1170 დოზა “ფაიზერი“ გადაეცემა ხაშურს და ამ ეტაპზე, ყველაზე ცოტა რაოდენობა - ვაქცინის 150 დოზა გათვლილია კასპის მუნიციპალიტეტზე. კასპზე მცირე რაოდენობა გახლავთ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში დღემდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია არ მიმდინარეობდა და ახლა იწყება. რეგიონის დამატებითი დოზებით უზრუნველყოფა მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე იყოს საკმარისი მარაგები და შეუფერხებლად წარიმართოს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ