გორის მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ახალი წელის დადგომა მიულოცა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებს წარმატებულ 2022 წელს ჰპირდება. მერის მილოცვის ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ.
,,ჩემო ძვირფასებო!
მინდა მოგილოცოთ 2022 წლის შემობრძანება!
ახალი წელი ყოველთვის ახალ იმედებთან ასოცირდება და მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღესასწაული გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს, პანდემიასთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს, კოვიდპაციენტებს.
ახალი წლის დღესასწაული ყველაზე მეტად მაინც ბავშვებს ახარებს და თქვენ გილოცავთ ჩემო პატარა მეგობრებო!
2022 წელი თქვენი ოცნებების წელი ყოფილიყოს!
2022 წელს, თქვენთან ერთად, მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად ჩართულობით, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ამისთვის, მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ.
ბედნიერი დღესასწაული თქვენ და სრულიად საქართველოს!
დიდი სიყვარულით,
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.“ - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი..