გორში პოლიციელი სცემეს - დაკავებულია ერთი პირი



გორში პოლიციელი სცემეს - დაკავებულია ერთი პირი

გორში პოლიციელს სცემეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.  თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართუ ჩხუბში გადაიზარდა. უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების გამოძახება გახდა საჭირო, რომლებმაც ინციდენტის ადგილი გადაკეტეს.  პოლიციამ ერთი პირი დააკავა.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ