ომიკრონი უკვე შიდა ქართლშია - ეპიდემიოლოგები რთულ კვირებს პროგნოზირებენ
შიდა ქართლში ომიკრონი დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ტვ მონიტორინგისთვის“ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული რამდენიმე მოქალაქეა. რეგიონში ომიკრონის არსებობა დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელმა. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულებს მოგზაურობის ისტორია აქვთ.
,,უკვე არის ერთეული შემთხვევები შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში. მომდევნო სამი კვირა იქნება რთული“ - აცხადებს ქორჩაშვილი~
ჯამში საქართველოში ომიკრონის შტამის 816 შემთხვევაა დადასტურებული.