საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული - ჯანდაცვის მინისტრი



საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული - ჯანდაცვის მინისტრი

ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოგახსენებთ პრემიერის დღევანდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანას. ჩვენი გათვლებით და მოლოდინებით, ეს ხელს შეუწყობს, თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ქვეყნიდან და ყველა სხვა იმპორტირებული ქვეყნიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული“, - აღნიშნა აზარაშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ