გაძარცვული გასახდელი, დაზიანებული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები - სურამის სარაგბი გუნდი ასპარეზობას წყვეტს
სურამის რაგბის გუნდი "მგლები" ასპარეზობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდი სოციალუს ქსელში ავრცელებს.
"ეს პოსტი ეხება ყველა სურამელს და არამარტო სურამელს! გთხოვთ კარგად წაიკითხოთ და გადააზიაროთ ეს პოსტი! სურამის რაგბის გუნდი ,,მგლები'' წყვეტს ასპარეზობას! მიზეზი: გაძარცვული გასახდელი, დაზიანებული ინვენტარი, ჩამსხვრეული მინები. ეს არის ამაზრზენი საქციელი და მომავალი ჯამრთელი თაობის უპატივცემლობა!“ - წერია ,,მგლები“-ს განცხადებაში.