"ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალური წარსულის მქონე ერთპიროვნულ ლიდერზეა დამოკიდებული - ივანიშვილი
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პირველ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი "ნაციონალურ მოძრაობასაც" შეეხებოდა.
წერილში ივანიშვილი პარტიას "ქართული ოცნების" ანტიპოდიად მოიხსენიებს და წერს, რომ ენმ მის ერთპიროვნულ ლიდერზეა დამოკიდებული, რომელიც მისი თქმით, თუკი საჯარო სივრცეს ჩამოშორდება "პარტია მყისიერად ჩამოიშლება".
ივანიშვილის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი კულტისა და მესიანიზმის ტრადიციის დასრულებაა, ვინაიდან, პარტია ცალკეულ პიროვნებებზე დამოკიდებული არ არის.
"მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.
ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა",- ნათქვამია ივანიშილის წერილში.