"სიმართლეს ყველა გაიგებს" - გიორგი გახარიას პირველი კომენტარი ივანიშვილის წერილზე



"სიმართლეს ყველა გაიგებს" - გიორგი გახარიას პირველი კომენტარი ივანიშვილის წერილზე

ბიძინა ივანიშვილის წერილს ექსპრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...

სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!"- წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ