ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქალს სახლი გაქურდული დახვდა - შემთხვევა გორში
ემიგრეაციიდან დბრუნებულ ქალს სახლი გაქურდული დახვდა. ამის შესახებ ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს დაზარალებულმა განუცხადა. მისი თქმით, წაღებულია, პლაზმური ტელევიზორი, ჭურჭელი, ბლენდერი და სხვა საყოფაცხოვრებლო ტექნიკა. მონიტორინგის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოხსნილია ახალი გაზის გამათბობელიც. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
,,გერმანიაში ვიყავი სამუშაოდ, რომ ჩამოვედი სახლში აღარაფერი დამხვდა. წაღებულია გაზის გამათბობელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მომპარეს, პლაზმური ტელევიზორი, რომელშიც სულ ცოტა 1500 ლარზე მეტი მაქვს გადახდილი. დავრეკე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას.“ - ამბობს დაზარალებული.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სხვა დეტალებს უწყებაში ამ წუთებში ვარკვბევთ.