ხაშურში, „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო



ხაშურში, „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ხაშურში, „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსა და ექსპრემიერ გახარიას თანაპარტიელს შორის დაპირისპირება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნონა გრიგალაშვილი ,,ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს აკრავდა, როდესაც კონფლიქტი მოუვიდა ამავე სოფლის მკვიდრ ჯონდო კაპანაძესთან. გრიგალაშვილის განცხადებით, კაპანაძემ პლაკატები ჩამოხია, რასაც უთანხმოება მოჰყვა და კაპანაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ჯონდო კაპანაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ წაღვლის მაჟორიტარობის კანდიდატია, ექსპრემიერის გუნდში გადასვლამდე იგი ,,ქართული ოცნების“ წევრი იყო. ჯონდო კაპანაძე ფიზიკურ დაპირისპირებას და გრიგალაშვილის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ