გორში მამამ შვილს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა - დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
გორში, მამის მიერ დაჭრილი 47 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,გორმედის“ ქსელის კრიტიკული დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა, სხვა მრავლობით ჭრილობებთან ერთად, კუჭის, ღვიძლის, პანკრეასის, ფილტვის და წვრილი ნაწლავის დაზიანებები აქვს მიყენებული, ექიმის განცხადებით, პაციენტს ასევე ხელის მტევნებზე, თავისა და წინამხრის არეში აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები. რაც შეეხება საქმეში ბრალდებულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 80 წლამდე ასაკის მამაკაცი უკვე დაკავებულია და გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.