თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმებისა და ლეტალობის რისკი „დელტასთან“ შედარებით დაბალია, თუმცა გამორიცხული არ არის



თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმებისა და ლეტალობის რისკი „დელტასთან“ შედარებით დაბალია, თუმცა გამორიცხული არ არის

გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმებისა და ლეტალობის რისკი არის უფრო დაბალი, ვიდრე ეს იყო „დელტას“ შემთხვევაში, თუმცა ეს არ გამორიცხვას, რომ ასეთ შემთხვევები იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულ პირებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ვინც ვაქცინირებული არ არის. მნიშვნელოვანია დროული მიმართვა და ექიმის მეთვალყურეობა. ჩაღრმავებული ანალიზი მიმდინარეობს გარდაცვლილებზე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს რომელი კოჰორტიდან არის გარდაცვალების შემთხვევები, რამდენად უკავშირდება ეს „ომიკრონს“. ის, რომ „ომიკრონი“ სრულიად შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, ეს არ არის სწორი მოლოდინი. სიფრთხილე და მართვის ეფექტურობა, ამ შემთხვევაში არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ეს იყო ყველა შტამის დროს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ