გიუნაშვილმა სააგენტოს კარი დაკეტა - შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში, კრიტიკულ კითხვებს აღარ პასუხობენ
შიდა ქართლის მისაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს კარი დღეს ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტებისთვის დაიკეტა. გადამღებ ჯგუფს შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლაზე კონტროლი გამკაცრებული დახვდათ და სააგენტოს გადაღების უფლება შეუზღუდეს. არადა ჟურნალისტს აინტერესებდა, რა პასუხი აქვს ბექა გიუნაშვილს, რომელიც აღნიშნულ სამსახურს ხელმძღვანელობს, ქალაქში, ცხოველების მოწამვლის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ გიუნაშვილი სამუშაო საათებში სამსახურში არ იმყოფებოდა და არც სხვა პირი მოიძებნა, ვინც კითხვებს უპასუხებდა. არადა ქალაქში მომხდარ უმძიმეს ფაქტებთან დაკავშირებით, ცხოველთა უფლებადამცველები სწორედ მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გაერთიანებამ უნდა დაგეგმოს და ჩაატაროს თემატური კამპანიები, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.
,,ამ ეტაპზე ვერ ხერხდება კომენტარის გაკეთება.“ - გვიპასუხა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა. მიზეზი კი გირგი ნაცვლიშვილს სმს შეტყობინებაში არ განუმარტავს.
,,ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, 2 დღეა სამსახურში არ ვყოფილვარ, სავარაუდოდ ხვალ მივალ“ - გვითხრა სატელეფონო საუბრისას სააგენტოს იურისტამა.
,,მე დირექტორი აღარ ვარ, სხვა ჩაწერეთ“- ასე არიდა პასუხებს თავი სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა და მოქმედმა თანამშრომლმა თამარ აფციაურმა, რომელსაც მობილურით დავუკავშირდით.
რაც შეეხება სააგენტოს ხელმძღავენელს იგი ,,ტვ მონიტორინგის“ ზარებს მთელი დრის განმავლობაში არ პასუხობდა. ამიტომ უცნობია, სად იმყოფებოდა ბაქარ გიუნაშვილი სამუშაო საათებში მაშინ, როცა ქალაქში ცხოველების მიმართ მძიმე დანაშაულის ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი.
ეს ადამიანები სააგენტოში იმიტომ მუშაობენ და ხალხი ფულს იმიტომ უხდის, რომ უნდა იზრუნონ ცხოველებზე და დაიცვან მათი უფლებები, რასაც არ აკეთებენ. მიუსაფარი ცხოველების მომრავლება გორში წლების პრობლემაა, თუმცა ჯერ ვერ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯი, რითაც ეს საკითხი დაიძლევა. მოქალაქეები ხშირად უჩივიან, რომ სააგენტო გამოძახებაზე არ რეაგირებს და დახმარების თხოვნაზეც უარს ეუბნებიან.