როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში



როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

12 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ