საქართველოში Sinopharm-ის დამატებითი დოზები შემოვიდა - I დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სინოფარმის ვაქცინით I დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.
Sinopharm-ის მარაგი ქვეყანაში 27 აგვისტოს ამოიწურა.