ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის



ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის

რია ნოვოსტის ინფორმაციით, პუტინს და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთის ლიდერის მზადყოფნა კიევთან მოლაპარაკებებისთვის - "რუსეთი მზადაა უკრაინასთან მაღალ დონეზე მოლაპარაკებისთვის", - ციტირებს სამინისტრო პრეზიდენტის განცხადებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ და ნატო დიდი ხანია უგულებელყოფენ რუსეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების შესახებ, არაერთხელ დაარღვიეს თავიანთი ვალდებულებები და განაგრძეს ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ