რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა



რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 887 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, რუსეთში ფატალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 24 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობაა 19 ივლისის შემდეგ.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 535 548 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 208 142 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6 692 722 პაციენტი, აქედან 19 955 - ბოლო 24 საათში. პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ