რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, მათი მიზანია 2008 წლის უბედურება განმეორდეს - ღარიბაშვილი



რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, მათი მიზანია 2008 წლის უბედურება განმეორდეს - ღარიბაშვილი

პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად. ამ თემაზე მან დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ისევ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. 

ღარიბაშვილის აზრით, "დესტრუქციულ და მარგინალურ" ოპოზიციას უნდა 2008 წლის ომი განმეორდეს.

"ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური, თუ სხვა. [...] ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარიათ, უნდა ითქვას პირდაპირ, უკრაინაში ომი, და რომ იტყვიან, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას ხედავენ, საკუთარ ინტერესს ეძებენ.

უნდა ითქვას პირდაპირ ასევე, მე არ მოვერიდები, რომ რა თქმა უნდა, მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, კარგად ახსოვთ როგორ მოიქცა მაშინდელი მთავარსარდალი და მთელ ერს აჩვენა მხდალი სახე - "მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით".

ასევე შეგიძლიათ იხილოთ