შსს-ს კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა



შსს-ს კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის, „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ფოტოკონკურსი გამოცხადდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო, კონკურში მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge.

ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:

I ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

II ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

III ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსში მონაწილეობის პირობების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ