აშშ-ის ელჩი დეგნანი გორში მოქმედ ორგანიზაცია „ბილიკს" ესტუმრა
ელჩი დეგნანი „ბილიკს" ესტუმრა, რათა ინფორმაცია მიეღო ორგანიზაციის მრავალ პროექტზე, მათ შორის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე. მან მადლობა გადაუხადა „ბილიკის" ხელმძღვანელობას მათი გამორჩეული სამუშაოსთვის და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის საელჩოს მიერ დაფინანსებული კლასგარეშე ინგლისური ენის გაკვეთილებისთვის სივრცის გამოყოფისთვის. ასევე, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობის კორპუსის მოხალისეები საქართველოში მალე შეძლებენ დაბრუნებას და „ბილიკის" მსგავს ორგანიზაციებთან პარტნიორობის განახლებას.
,,1997 წელს მშვიდობის კორპუსის დიდი ხნის პარტნიორმა, საზოგადოება „ბილიკმა" გორში სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების კეთილშობილი მისია იკისრა. ორი ათწლეულის შემდეგ, კლასგარეშე აქტივობების საშუალებით, „ბილიკი" განაგრძობს შიდა ქართლის რაიონში ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. შეერთებული შტატები ამაყობს „ბილიკთან" მრავალწლიანი პარტნიორობით, რომელიც ბავშვებისთვის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.“ - განაცცხადა კელი დეგნანმა