მოსწავლეების სავარაუდო გატაცების მცდელობები გორში - პოლიცია სკოლებთან პატრულირებას აგრძელებს



მოსწავლეების სავარაუდო გატაცების მცდელობები გორში - პოლიცია სკოლებთან პატრულირებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისევ პატრულირებენსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან პოლიციელები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მოსწავლეები ადევნების და სავარაუდო გატაცების ფაქტებზე ალაპარაკდნენ.სკოლასთან მობილიზებული სამართალდამცავები, მედიასთან ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან. გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრ, დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილი კი ამბობს, რომ გორის საჯარო სკოლებშისასწავლო პროცესის დროს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"პოლიცია, რომ სკოლებთან დგას ცუდი სულაც არ არის პირიქით, მგონია, რომ დაცულად იგრძნობენ მოსწავლეები თავს.  რაც შეეხება სავარაუდო ფაქტებს, სკოლაში და სკოლის ტერიტორიაზე, მსგავსი არსად არ დაფიქსირებულა“ - ამბობს ტერმაკოზაშილი.

შეგახსენებთ, რომ გორში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა სავარაუდო გატაცებისა და ადევნების მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით თავდაპირველად ,,ტვ მონიტორინგთანისაუბრეს. მოსწავლეებმა თქვეს, რომ სკოლების ტერიტორიაზე უცნობი პირები ჩერდებიან და მათ ავტომობილებით გაყოლას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს- ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ