ჩხუბი გორში - გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელმა უფროსი სცემა
დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შორის. ირკვევა, რომ გაერთიანების დირექტორის მოადგილეზე მისსავე თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა. თეა კეჩხუაშვილი ბესო გიორგაშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც გაიგო რომ სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლა. კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, კეჩხუაშვილმა გიორგაშვილი სცემა, რასაც ორი თვითმხილვბელიც ჰყავს. ცნობისთვის , თეა კეჩხუაშვილი სპორტის აიპში სპეციალისტად მუშაობდა.
,,სულ ოთხი კაცი ვიყავით. არ ვიცი საიდან გავრცელდა ეგ ინფორმაცია. არც ვადასტურებ და არც უარყობ. ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთბ“ - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი