შემზარავი ფაქტი ქარელში - 75 წლამდე ქალის გაუპატიურება ახალგაზრდა კაცმა სცადა



შემზარავი ფაქტი ქარელში - 75 წლამდე ქალის გაუპატიურება ახალგაზრდა კაცმა სცადა

,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში 75 წლამდე ქალზე ძალადობაში ახალგაზრდა მამაკაცია ეჭვმიტანილი. პირი, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა, სავარაუდოდ, დაზარალებულის ოჯახის ახლობელია. როგორც ხანში შესული ქალის ახლობლები აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ქალი უკვე დაიკითხა და მიმდინარეობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ