თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 6 408 ადამიანს დაუდასტურდა



თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 6 408 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 6 408 ადამიანს დაუდასტურდა, 96 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 6 895 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 1 009 ინფიცირებული.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,3 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,1 მილიონზე მეტი პაციენტი, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ კი, 48 524 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის ჯამში 32.2 მილიონ დოზაზე მეტი აცრაა გაკეთებული.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ