ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება - ჯო ბაიდენმა პუტინის შესახებ ისაუბრა



ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება - ჯო ბაიდენმა პუტინის შესახებ ისაუბრა

ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება - აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ გააკეთა.

თეთრი სახლის ლიდერმა პუტინი გააფრთხილა, „ერთი დიუმით“ არ გადაადგილდეს ნატოს ტერიტორიაზე. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ „სწრაფი და დამსჯელი ხარჯები“ ერთადერთია, რაც მოსკოვს კურსის შეცვლას აიძულებს.

„მსოფლიოს ყველა დემოკრატიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას. ომი უკვე იყო რუსეთის სტრატეგიული მარცხი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პასუხის არასწორად გაანგარიშებით, ვლადიმერ პუტინი „არც ისე დიდად ისტორიის მცოდნე“ აღმოჩნდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, „რუსეთიდან ტვინების გადინება ხდება“ და ასევე განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო მედია პროპაგანდისტულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ