სტიქია გორში - ძლიერმა ქარმა ქალაქის მასშტაბით პრობლემები შექმნა



სტიქია გორში - ძლიერმა ქარმა ქალაქის მასშტაბით პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა გორში. განსაკუთრებული ზიანი წმინდაწყლისა და კომბინატის დასახლებას მიადგა. სტიქიის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები და მოგლეჭილია ხეები, რის გამოც წმინდაწყლის დასახლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანდა მეოთხე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავიც.

,,ქარმა გადახადა სახურავი კორპუსს. კიდევ ბერია დაზიანებული და სინათლეც გამოირთო. ელექტრო გადამცემ ხაზებს ხე დააესა“ - ამბობს მოქალაქე

ასევე შეგიძლიათ იხილოთ