სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში, 7 აგვისტოს ღონისძიება გაიმართება



სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში, 7 აგვისტოს ღონისძიება გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმის ეზოში 7 აგვისტოს ფოტოგამოფენა და  კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ პოსტს ომის მუზეუმის დამფუძნებელი აქვეყნებს. ლია ჩლაჩიძე წერს, რომ ღონისძიება აგვისტოს ომის მე-13 წლისთავს მიეძღვნება.

,, ჩემო ძვირფასებო ! აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით,მ/წ 7 აგვისტოს, ერგნეთში,ომის მუზეუმის ეზოში,ღია ცის ქვეშ,საღამოს 7 საათზე გაიმართება რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა და კლასიკური მუსიკის კონცერტი,გორელი ხელოვნების ოსტატების შესრულებით. გეპატიჟებით ! კონცერტი ჩატარდება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით“- წერს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე სოციალურ ქსელში

ასევე შეგიძლიათ იხილოთ