სალომე ზურაბიშვილმა ,,ალტ-ინფოს“ ტელევიზია ბრიფინგზე არ დაუშვა
პრორუსული და ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ტელევიზია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს. ადმინისტრაციამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებზე სპეციალური აკტედიტაცია არ გასცა.
პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ისინი პრეეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს.
ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების ორგანიზებით 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელზე სასტიკად იძალადეს. აღნიშნული პლათფორმა დღემე "გმირებს" უწოდებს ძალადობაისთვის გასამართლებულებს.
"აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი შეუშვეს ჩვენ გარდა. აკრედიტაციაზე მოთხოვნა ჩვენმა პროდიუსერმა 3 საათით ადრე, როგორც კი პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა, მაშინვე გადააგზავნა, თუმცა ყველა შეუშვეს და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ კამერით. ასე ამბობენ, რომ სიაში არ ვარ, მაგრამ ჩემი პროდიუსერი პრესსამსახურის 3 თანამშრომელს ელაპარაკა და ახლა რომ ვეკითხები, გარბიან". - ამბობს ალტინფოს ჟურნალისტი.