გორში ცხოველები სასიკვდილოდ გაიმეტეს - ტომარაში გაკოჭილები ცხოველთა უფლებადამცველმა ნახა



გორში ცხოველები სასიკვდილოდ გაიმეტეს - ტომარაში გაკოჭილები ცხოველთა უფლებადამცველმა ნახა

გორელი ცხოველთა უფლებადამცველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ტომარაში გაკოჭილი ცხოველები ნაგავსაყრელზე იპოვა და დახმარება აღმოუჩინა. ირმა მთიულიშვილი წერს, რომ ძაღლები სამსახურთან მიიკედლა და ახლა გასტერილებულ ცხოვრობს ბაზრის ტერიტორიაზე უვლიან და კვებავენ.

,,მთელი ინტერნეტ სივრცე აფრიალებს სხვადასხვა ამბებს. მოკლედ, ეს დედა-შვილი ნაგავსაყრელზე ვიპოვე გორში, დედა თავიდან რომ გავანთავისუფლე გამექცა, დიდი წვიმა იყო და ვერ შევძელი დაჭერა, ლეკვი წამოვიყვანე სახლში, მეორე დღეს დაც ვიპოვე, სამსახურთან მივიკედლე და ახლა გასტერილებული ცხოვრობს ბაზრის ტერიტორიაზე უვლიან და კვებავენ. ლეკვი დაბინავდა და გავაჩუქე. მდინარეში არ იყვნენ, არც ქვები ეყარა ტომარაში, მაგრამ ისე იყო გაკოჭილი ტომარა ვერ შეძლებდა გამოსვლას ვერანაირად“ - წერს ირმა მთიულიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტში, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით წლებია პრობლემაა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ