ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებით განვითარებას, სიმშვიდესა და სტაბილურობას, ზუსტად იმის საპირისპიროს, რა დაპირებებიც აქვს „ნაცმოძრაობას“ - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებით განვითარებას, სიმშვიდესა და სტაბილურობას, ზუსტად იმის საპირისპიროს,
რა დაპირებებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს მუდმივად ემუქრება რევოლუციით, არეულობითა და რეგრესით, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ნაცმოძრაობა“ ხალხს მუდმივად ემუქრება რევოლუციით, არეულობითა და რეგრესით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
არის ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის განვითარება და ხალხის კეთილდღეობა.
შემდეგი სამი წელი, რაც ეს არჩევნები საბოლოოდ დასრულდება 30 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი ოცივე კანდიდატი მოიგებს არჩევნების მეორე ტურს,
ამის შემდეგ მთლიანად უნდა გადავერთოთ სხვა დღის წესრიგზე. ეს არის წინსვლის, განვითარებისა და მშვიდობის შემდგომი
განმტკიცების დღის წესრიგი. ამის საპირისპირო მიზნები აქვს „ნაცმოძრაობას“,
თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ და უზრუნველვყოფთ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.