გორელ ბუღალტერს მითვისებული აქვს143 985,13 ლარი - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე?



გორელ ბუღალტერს მითვისებული აქვს143 985,13 ლარი - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე?

სუს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

"ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს", - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება ლეილა წკრიალაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების უკანონოდ მითვისებას ედავება. წკრიალაშვილს ჯერჯერობით 150 ათას ლარამდე თანხის მითვისება უდგინდება, თუმცა არ არის გამორიცხული თანხის რაოდენობაც გაიზარდოს და ბრალდებულ პირთა წრეც, რადგან ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დიდი რაოდენობით ბიუჯეტის ფულს, მხოლოდ ბუღალტერი ვერ გაფლანგავდა.

ოპოზიცია უახლოეს საკრებულოს ხდომაზე, მომხდართან დაკავშირებით, გორის მერსა და აუდიტის სამსახურს იბარებს, რომელმაც შემოწმების მიუხედავად ვერ, ან არ იპოვა დარღვევები კულტურისა და ტურიზმის სამსახურში. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ