კიდევ ერთი უკანონო გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ოკუპანტებმა ზარდიანთკარიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს



კიდევ ერთი უკანონო გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ოკუპანტებმა ზარდიანთკარიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 20 ნოემბერს ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.დიანიუსის ინფორმაციით,გატაცებული 55 წლის მირიან თაზიაშვილია.

უწყების განცხადებაში აღნიშინულია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ასევე ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას". – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ