მამაგულაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს თავისუფალია



მამაგულაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს თავისუფალია

ოკუპანტების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან დაკავებული მამაკაცი თავისუფალია. 5 დღიანი ტყვეობის შემდეგ დიმიტრი მამაგულაშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში. მას ცხინვალის რეჟიმი ე.წ საზღვრის დარღვევას ედავებოდა.

ინფორმაციისთვის მამაგულაშვილი სოფლის სამლოცველოს მიმდებარე ტერიტორიიდან 17 აპრილს გაიტაცეს. მიცვალებულთა ხსენების დღეს 32 წლის მამაკაცი  მეგობრებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ