თეა ახვლედიანი ხურვალეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა



თეა ახვლედიანი ხურვალეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა

სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანი ხურვალეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ ბუნებრივია ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ჩაერთო საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას“, - განაცახდა თეა ახვლედიანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთის სასაფლაოსთან რუსი ოკუპანტები სამხედრო სწავლების ფარგლებში რადიოსადგურს დგამდნენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ