მოსახლეობის საყურადღებოდ - 24 და 25 აპრილს ავტობუსები უფასო იქნება



მოსახლეობის საყურადღებოდ - 24 და 25 აპრილს ავტობუსები უფასო იქნება

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 24 და 25 აპრილს აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს ტრანსპორტით მომსახურება უფასო იქნება.

24-25 აპრილს, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს, 08:00-18:00 საათებში, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, ქვემოთ მითითებულ მარშრუტებზე, უფასოდ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას

📍ვერხვების დასახლება

🔁მამარდაშვილის მემორიალიდან - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ

📍კომბინატის დასახლება

🔁ცენტრალური მოედანი - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ

📍წმინდაწყლის დასახლება

🔁ყიფიანის და ნადირაძის ქუჩების კვეთა - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;

📍ჭალის დასახლება

🔁მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ

👉🏻ყველა მარშრუტი შუალედურ გაჩერებას გააკეთებს სამებისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე

🚌მოძრაობის ინტერვალი - 1 საათი

🔴აქვე განვმარტავთ, რომ მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ მითითებულ მარშრუტებზე, ხოლო ყველა სხვა მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეული რეჟიმით 07:00-დან 20:00 საათამდე

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ