დედოფალი ელისაბედი 96 წლის გახდა
BBC წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედმა 96-ე დაბადების დღე სანდრინგჰემში გაატარა. როგორც დედოფალი, რომელიც, სხვა მონარქებთან შედარებით, ყველაზე დიდი ხანია, ტახტზეა, ნორფოლკის მამულში ვერტმფრენით გაემგზავრა, სადაც ოჯახი და მეგობრები შეუერთდებიან. დაბადების დღის აღსანიშნად, გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დედოფალი ორ პონთან ერთადაა. ფოტო უინძორების სასახლეშია გადაღებული, სადაც დედოფალი თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, გვირგვინი კი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.